Accentnews.ge
ყირგიზეთში პოლიტიკური პროცესები ქუჩაში ინაცვლებს

ყირგიზეთში პოლიტიკური პროცესები ქუჩაში ინაცვლებს

05/10/2020 12:08:41 მსოფლიო

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში რამდენიმე პოლიტიკური პარტია 4 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით აქციებს მართავს. აქციის მონაწილეების განცხადებით, არჩევნების შედეგი გაყალბებულია, იყო ამომრჩეველთა მოსყიდვა და სხვა დარღვევები.

ორი მსხვილი ოპოზიციური პარტია – „ატა-მეკენი“ (სამშობლო) და „რესპუბლიკა“ აცხადებენ, რომ 5 ოქტომბერს მასობრივ აქციას გამართავენ. აქციები დაანონსდა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.

5 ოქტომბრის არჩევნების ბიულეტენების დათვლის პროცესი თითქმის დასრულებულია და წინასწარი შედეგებით შვიდპროცენტიანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა. ცნობილია, რომ აღნიშნული პარტიები მხარს ქვეყნის პრო-მოსკოვურად განწყობილ პრეზიდენტს სოორონბაი ჟეენბეკოვს უჭერენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S