6 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
05/10/2020 11:19:48 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ოქტომბერს, საქართველოში გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 6-8 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სააგენტოს ცნობით, 5-7 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი. მაღალმთიან ზონაში ღამის საათებში შესაძლოა თოვლჭყაპიც იყოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 8 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, 5-6 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი, 7-8 ოქტომბერს კი, უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.


