Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსით დღეს მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით დღეს მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა

05/10/2020 11:03:16 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით დღეს მეოთხე, 54-ე პაციენტი გარდაიცვალა. განახლებული მონაცემები Stopcov.ge–ზე განთავსდა.

გარდაცვლილია 87 წლის პაციენტი, რომელიც საჩხერიდან ქუთაისის „ჰოსპიტალ სერვისში“ 3 ოქტომბერს შეიყვანეს.

„მას ჰქონდა ფილტვების მწვავე უკმარისობა, გადავიყვანეთ ბოქსირებულ პალატაში. მივიტანეთ ეჭვი კორონაზე, ამიტომ შემხებლობაში მყოფი პერსონალი თავიდანვე იყო დაცული. თავიდანვე კრიტიკული მდგომარეობა იყო, დადასტურდა კოვიდინფექცია. გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფდა მის კოვიდცენტრში გადაყვანს, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის იყო არატრანსპორტირებადი, ვერ მოხერხდა მისი გადაყვანა და დადგა ლეტალური შედეგი. პაციენტი არის 87 წლის. მას ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება: გულის ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ხარისხი, ჰიდროპერიკარდიუმი. პაციენტი თავდაპირველად ჩხობაძის ცხელების ცენტრში იყო. მას თავიდან არ დაუდასტურდა ტემპერატურა, ამიტომ გადმოიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში“, – აცხადებენ კლინიკაში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 375 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. მათივე ინფორმაციით, 24 საათში ქვეყანაში 3 640 PCR ტესტი ჩატარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S