Accentnews.ge
დინამოს აკადემიის თანამშრომლებს COVID-19 დაუდასტურდათ – მათ შეხება ჰქონდათ სავარჯიშო პროცესთან

დინამოს აკადემიის თანამშრომლებს COVID-19 დაუდასტურდათ – მათ შეხება ჰქონდათ სავარჯიშო პროცესთან

05/10/2020 10:52:03 საზოგადოება

დინამო თბილისის აკადემიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც აკადემიის განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარის გამო საწვრთნელი პროცესი ერთი კვირით გადაიდო.

"ბოლო პერიოდში მათ მინიმალური შეხება ჰქონდათ სავარჯიშო პროცესთან, შესაბამისად აკადემიაში გათვალისწინებულია ჯანმრთელობის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია და ახლო პერიოდში აკადემიის ყველა თანამშრომელს მორიგი ტესტირება ჩაუტარდება, რის შემდეგაც აღდგება საწვრთნელი პროცესი.

ამ თემასთან დაკავშირებით საქმის კურსშია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და გათვალისწინებულია მათი რჩევები და მითითებები", - ნათქვამია დინამოს აკადემიის განცხადებაში.

5 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 375 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S