Accentnews.ge
ტრამპმა ჰოსპიტალი ცოტა ხნით დატოვა

ტრამპმა ჰოსპიტალი ცოტა ხნით დატოვა

05/10/2020 10:38:39 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნით დატოვა უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც მას კორონავირუსისგან მკურნალობენ, რათა კლინიკასთან შეკრებილ მხარდამჭერებს მისალმებოდა.

ტრამპმა მათ ლიმუზინით ჩაუარა, მანქანიდან არ გადმოსულა და მალევე ჰოსპიტალში დაბრუნდა.

მხარდამჭერებმა მას ეს ნაბიჯი მოუწონეს, მოწინააღმდეგეებმა კი დაგმეს. უკმაყოფილება გამოთქვა ტრამპის მკურნალმა ექიმმაც, რომელმაც პრეზიდენტის ნაბიჯს “სიგიჟე” უწოდა და განმარტა, რომ ახლა კარანტინის გავლა მოუწევს ყველას, ვინც მასთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა.

ტრამპმა ვიდეოც ჩაწერა, რომელშიც აცხადებს, რომ ავადობის პერიოდში კორონავირუსის შესახებ “ბევრი რამ შეიტყო”. “მე ის შევისწავლე, პრაქტიკულად სკოლა გავიარე. ეს ნამდვილი სკოლაა, მე ამის შესახებ წიგნში არ ამომიკითხავს, მე ეს თავად გამოვიარე და ბევრ რამეს მივხვდი", – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საარჩევნო კამპანიას მალე დაუბრუნდება.

აშშ-ის პრეზიდენტი 2 ოქტომბერს - ინფიცირებულობის დადასტურებიდან მეორე დღეს იქნა ჰოსპიტალიზებული. მას სხვადასხვა პრეპარატებით მკურნალობდნენ, მათ შორის - ექსპერიმენტულით. მოგვიანებით ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა უმჯობესდებოდა და ტრამპი შესაძლოა, უკვე 5 ოქტომბერს გაეწერათ.

ტრამპის მეტოქის - ჯო ბაიდენის კოვიდ-ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S