ლინას ლინკევიჩუსი თვითიზოლაციაში გადადის
05/10/2020 10:07:49 მსოფლიო
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ერთკვირიან თვითიზოლაციაში გადადის, - იუწყება Reuters.
სააგენტოს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრს შეხება ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დელეგაციასთან, რომლის რამდენიმე წევრს მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჯერჯერობით უცნობია, გაიკეთა თუ არა კორონავირუსზე ტესტი ლინას ლინკევიჩუსმა.
დელეგაცია ლიეტუვას 28-29 სექტემბერს სტუმრობდა.


