Accentnews.ge
დეპუტატობის კანდიდატობის ოჯახის წევრებს COVID-19 დაუდასტურდათ

დეპუტატობის კანდიდატობის ოჯახის წევრებს COVID-19 დაუდასტურდათ

05/10/2020 09:01:37 საზოგადოება

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მიერ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებული ტიტე აროშიძე საარჩევნო კამპანიას თვითიზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუნდება. როგორც ცნობილია, მის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც აროშიძემ ტესტირება ჩაიტარა და უარყოფითი პასუხის მიუხედავად, თვითიზოლაცია გადაწყვიტა. 8 დღიანი იზოლაციის ვადა ამ კვირაში იწურება, რის შემდეგაც ტიტე აროშიძე საარჩევნო კამპანიას გააგრძელებს.

კორონავირუსი დაუდასტურდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ლევან ვარშალომიძის მამასაც. როგორც ვარშალომიძე ამბობს, ტეტსირება თავადაც ჩაიტარა, პასუხი უარყოფითია და საარჩევნო კამპანიას აგრძელებს.

ცნობისთვის: აჭარა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით კვლავ წითელ ზონად რჩება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S