Accentnews.ge
კახა კალაძე: "ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე “თბილისის ცენტრალური პარკი” აშენდება"

კახა კალაძე: "ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე “თბილისის ცენტრალური პარკი” აშენდება"

05/10/2020 08:05:51 საზოგადოება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცემს და იქ „ქართუს“ დახმარებით "თბილისის ცენტრალური პარკი" გაშენდება.

კალაძის თქმით, პარკის მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება და პროექტი, რომელზეც ჰოლანდიური კომპანია მუშაობს, თითქმის დასრულებულია. მერის ინფორმაციით, უახლოეს ხანში გამოცხადდება მშენებლობის დაწყების თარიღი, პარკი კი, სამ წელიწადში აშენდება.

ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, ფონდი იღებს ვალდებულებას, რომ უახლოეს პერიოდში მოაწყოს ახალი მულტიფუნქციური სარეკრეაციო ზონა – თბილისის ცენტრალური პარკი, სადაც ყველას ექნება დასვენების შესაძლებლობა. „თბილისი ჩვენი სახლია და ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვზრუნავდეთ მასზე“, – განაცხადა ჩხეტიანმა. მან და კახა კალაძემ მუნიციპალიტეტისთვის ყოფილი იპოდრომის საჩუქრად გადაცემის დოკუმენტს დღეს მოაწერეს ხელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S