Accentnews.ge
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩს მაყურებელი არ დაესწროს

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩს მაყურებელი არ დაესწროს

05/10/2020 08:47:25 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩს მაყურებელი არ დაესწროს.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

"ჩვენ ვისაუბრეთ რისკებთან დაკავშირებით, რამდენად დიდია რისკი, თუ ჩატარდება საფეხბურთო მატჩი, როგორი იქნება ვირუსის გავრცელება, მაგრამ 8 რიცხვამდე საბჭო კიდევ დამატებით შეიკრიბება და უკვე საბოლოო გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით. ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, [მაყურებლის დასწრება] რეკომენდირებული არ არის", - თქვა მინისტრმა.

მატჩი 8 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S