Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ით 53–ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19–ით 53–ე პაციენტი გარდაიცვალა

05/10/2020 08:38:12 საზოგადოება

საქართველოში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„24 საათის განმავლობაში გვაქვს სამი გარდაცვალება, ორი გარდაცვალება ბათუმში და ერთი ქუთაისში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილია ერთი მამაკაცი და ერთი ქალი. როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერმა გიგა კიკაბიძემ განაცხადა, მათ მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.

რაც შეეხება ქუთაისში გარდაცვლილ 88 წლის პაციენტს, ის ოზურგეთიდან იყო. როგორც ქუთაისის კოვიდმიმღებ ცენტრში აცხადებენ, მას ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

5 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა იყო, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი.

განახლება

62 წლის მამაკაცი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში მკურნალობდა.

მამაკაცი კლინიკაში 24 სექტემბერს შევიდა და შესვლისთანავე მართვით სუნთქვაზე გადავიდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს ორმხრივ მწვავე პნევმონიასთან და სუნთქვის მწვავე უკმარისობასთან ერთად, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აღენიშნებოდა.

„ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აცხადებენ კლინიკაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S