ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ის თითქმის 2–ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთად
05/10/2020 08:00:36 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ის თითქმის 2–ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთად. დღე–ღამის განმავლობაში სომხეთში დაავდების 181 შემთხვევა გამოვლინდა, აზერბაიჯანში –130, ხოლო საქართველოში – 578.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ორი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 8696 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 4619 გამოჯანმრთელდა, ხოლო 52 გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 578 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 041 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 35 000 000–ზე მეტი ადამიანი, 26 630 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.


