Accentnews.ge
„იავნანაში” მოწამლვის სიმპტომებით 50–მდე ბავშვი შეიყვანეს

„იავნანაში” მოწამლვის სიმპტომებით 50–მდე ბავშვი შეიყვანეს

05/10/2020 08:08:05 საზოგადოება

გასული შაბათ-კვირის განმავლობაში, სამედიცინო ცენტრ „იავნანაში” მოწამლვის სიმპტომებით 48 არასრულწლოვანი შეიყვანეს, მათგან ამ დროისთვის კლინიკაში 16 პაციენტი რჩება.

„ამ ტიპის მოწამვლა შეიძლება იყოს საკვებთან ან წყალთან დაკავშირებული, თუმცა, დაზუსტებით ამის თქმა არ შემიძლია. ჩემი ინფორმაციით, ანალოგიური სიმპტომები აქვთ მოზარდთა მშობლებსაც, რომლებმაც, როგორც ვიცი, შესაბამის კლინიკებს უკვე მიმართეს”, - განაცხადა „იავნანას” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ.

როგორც ცნობილია, კლინიკაში მოწამვლის სიმპტომებით შეყვანილი ყველა არასრულწლოვანი კომბინატის დასახლების ტერიტორიის მაცხოვრებელია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სავარაუდო მოწამვლის მიზეზი.

განახლება

სამედიცინო ცენტრ იავნანაში მოწამვლის სიმპტომებით კიდევ 30 ბავშვი შეიყვანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S