Accentnews.ge
გახარია განმარტავს, არის თუ არა მოსალოდნელი შეზღუდვები

გახარია განმარტავს, არის თუ არა მოსალოდნელი შეზღუდვები

05/10/2020 07:55:20 საზოგადოება

ვაგრძელებთ ეკონომიკის, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი დღეს ეს შევზღუდოთ, არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, რათა პროცესები რთული სამართავი არ გახდეს:

„ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით. ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი დღეს ეს შევზღუდოთ, არ გვაქვს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს იწვევს იმას, რომ ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, ერთმნიშვნელოვნად, სხვანაირად ეს ყველაფერი იქნება უკიდურესად რთული სამართავი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S