Accentnews.ge
რატომ ამახვილებენ ყურადღებას მეცნიერები ღია სივრცეშიც პირბადის ტარებაზე

რატომ ამახვილებენ ყურადღებას მეცნიერები ღია სივრცეშიც პირბადის ტარებაზე

05/10/2020 07:12:31 საზოგადოება

სამეცნიერო საზოგადოება მეტწილად თანხმდება იმაზე, რომ Covid-19 ყველაზე ხშირ შემთხვევაში ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით ვრცელდება, განსაკუთრებით კი – დახურულ სივრცეში. ამიტომ სპეციალისტებმა რესტორნებისა და სხვა რიგი ბიზნესების მეპატრონეებისთვის რეკომენდაცია გასცეს, მოქალაქეების მომსახურება ღია სივრცეში განეხორციელებინათ. თუმცა ირკვევა, რომ კორონავირუსით ადამიანი შესაძლოა, ღია სივრცეშიც დაინფიცირდეს.

ჟურნალ Environment Research- ში გამოქვეყნებული უკანასკნელი კვლევის შედეგების თანახმად, Covid-19–ის ღია სივრცეში გავრცელებას შესაძლოა, გარკვეულმა ატმოსფერულმა პირობებმა შეუწყოს ხელი.

ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ჰაერის თბილი ან ოდნავ გრილი ტემპერატურის კომბინაციის დროს, რომელსაც თან ახლდა დაბალი სიჩქარის ქარი, Covid-19–ის ნაწილაკები ჰაერში დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში გაჩერდა და ამ ნაწილაკებს დაახლოებით, 1 მილის სიგრძის მანძილის დაფარვა შეეძლოთ.

კვლევის ავტორი ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერი კირან ბაგანაგარი აცხადებს, 2–მეტრიანი დისტანციის დაცვა შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად საკმარისი არ იყოს. კვლევის შედეგების გათვალისწინებით იგი ღია სივრცეშიც პირბადის ტარების მნიშვნელობაზე მიუთითებს.

კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც აგვისტოში ჩატარდა, დაადგინა, რომ ჰაერის ტენიანობის დონემ შესაძლოა, COVID– 19–ის გავრცელების უნარზე გავლენა მოახდინოს. კერძოდ, ჟურნალ Transboundary and Emerging Diseases- ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ტენიანობის მატებასა [ჩვეულებრივ ტენიანობა ყველაზე მაღალია მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა ეცემა] და COVID-19- ის საზოგადოებაში გადაცემის ზრდას შორის პირდაპირი კორელაცია არსებობს. ტენიანობის მხოლოდ ერთი პროცენტით ზრდამ შესაძლოა, COVID–19–ის შემთხვევები 8 %–მდე გაზარდოს.

ხოლო ჟურნალ Physics of Fluids- ში გამოქვეყნებულმა მორიგმა კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ COVID– ის რესპირატორულმა ნაწილაკებმა შესაძლოა, მაღალი ტენიანობის პირობებში 23 – ჯერ მეტხანს გაძლონ.

რაც შეეხება საქართველოს, ქართველი სპეციალისტები მოქალაქეებს პირბადის ტარების რეკომენდაციით არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც მიმართავენ. როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, თუ ღია სივრცეში სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლებლობა არ არის, მოქალაქე პირბადით უნდა გადაადგილდეს.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 041 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 35 000 000–ზე მეტი ადამიანი, 26 630 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ორი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 8696 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 4619 გამოჯანმრთელდა, ხოლო 52 გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 578 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს გახდა ცნობილი, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S