Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 4 077 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 4 077 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

05/10/2020 07:06:41 საზოგადოება

საქართველოში სადღეისოდ კორონავირუსული ინფექციის 4 077 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პაციენტთა ნაწილი სტაციონარში, ხოლო ნაწილი სასტუმროებსა და ბინაზე გადის მკურნალობასა და სამედიცინო მეთვალყურეობას. მონაცემები ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ მიაწოდა.

ენდელაძის თანახმად, კორონავირუსული ინფექციით დაავადებული 45 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 43 მართვით სუნთვაზე იყოფება და აქედან 9 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ორი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 8696 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 4619 გამოჯანმრთელდა, ხოლო 52 გარდაიცვალა.

რეგიონების მიხედვით გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსული ინფექციის 578 შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

აჭარა – 416

თბილისი –72

იმერეთი – 44

სამეგრელო–ზემო სვანეთი – 23

ქვემო ქართლი –10

გურია – 8

სამცხე–ჯავახეთი – 3

კახეთი – 1

შიდა ქართლი – 1

რაც შეეხებათ გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილ პაციენტებს, ორივე ბათუმის რესპუბლიკურში მკურნალობდა. ერთი 88 წლის იყო, მეორე – 65–ის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S