Accentnews.ge
როგორც ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონების მიხედვით

როგორც ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონების მიხედვით

05/10/2020 06:59:03 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით კვლავ აჭარა ლიდერობს, თუმცა შემთხვევების მატება ფიქსირდება თბილისსა და იმერეთშიც. კერძოდ, რეგიონების მიხედვით გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსული ინფექციის 578 შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

აჭარა – 416

თბილისი –72

იმერეთი – 44

სამეგრელო–ზემო სვანეთი – 23

ქვემო ქართლი –10

გურია – 8

სამცხე–ჯავახეთი – 3

კახეთი – 1

შიდა ქართლი – 1

რაც შეეხებათ გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილ პაციენტებს, ორივე შემთხვევა აჭარაში – რესპუბლიკურში დაფიქსირდა. ერთი ქალბატონი 88 წლის იყო, მეორე – 65–ის.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ორი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 8696 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 4619 გამოჯანმრთელდა, ხოლო 52 გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 578 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S