Accentnews.ge
ვინ არიან საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები

ვინ არიან საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები

04/10/2020 10:06:21 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ორი პაციენტიდან ერთ–ერთი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილია 90 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში 22 სექტემბერს შეიყვანეს.

სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს თანნხლები დაავადებები აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა რთულად შეფასდა კლინიკაში შეყვანისთანავე.

"პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტი... ანამნეზში აღენიშნებოდა პარკინსონის დაავადება" - აცხადებენ სამინისტროში.

რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, 82 წლის პაციენტი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში 1 ოქტომბრიდან მკურნალობდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს ინფექცია ბათუმში დაუდასტურდა და კორონავირუსთან ერთად, სისხლჩაქცევა, გულისა და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ორი პირი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 8118 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 4244 გამოჯანმრთელდა, ხოლო 50 გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 554 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და14–დღია კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S