Accentnews.ge
როგორ ნაწილდება საქართველოში COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

როგორ ნაწილდება საქართველოში COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

04/10/2020 07:38:19 საზოგადოება

ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით კვლავ აჭარა ლიდერობს. კერძოდ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, გასული დღე–ღამის განმავლობაში გამვლენილი 554 ახალი შემთხვევა რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

აჭარა – 370

თბილისი – 65

იმერეთი – 65

სამეგრელო – ზემო სავენთი – 28

გურია –6

შიდა ქართლი – 6

ქვემო ქართლი – 11

მცხეთა – 4

კახეთი – 1

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ორი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 8118 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 4244 გამოჯანმრთელდა, ხოლო 50 გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 554 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და14–დღია კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S