Accentnews.ge
საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 8000–ს გადააჭარბა

საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 8000–ს გადააჭარბა

04/10/2020 07:34:21 საზოგადოება

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ორი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 8118 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 4244 გამოჯანმრთელდა, ხოლო 50 გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 554 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და14–დღია კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S