Accentnews.ge
შემოსავლების სამსახური:"თურქეთიდან საქართველოში შემოტანილ კარტოფილში კარტოფილის კიბოს არსებობა დადასტურდა"

შემოსავლების სამსახური:"თურქეთიდან საქართველოში შემოტანილ კარტოფილში კარტოფილის კიბოს არსებობა დადასტურდა"

03/10/2020 10:30:46 საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, სარფის გამშვები პუნქტის გავლით თურქეთიდან საქართველში 25 000 კილოგრამი კარტოფილი შემოვიდა, რომელშიც კარტოფილის კიბოს შემცველობა დადასტურდა.

"საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში, კარტოფილის საკარანტინო მავნე ორგანიზმის, კერძოდ - კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა", – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S