Accentnews.ge
საქართველოში სადღეისოდ COVID-19–ის 3 572 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 35 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა

საქართველოში სადღეისოდ COVID-19–ის 3 572 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 35 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა

03/10/2020 07:20:24 საზოგადოება

საქართველოში სადღეისოდ COVID-19–ის 3 572 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

"3 572 აქტიური შემთხვევიდან 35 არის კრიტიკული, მათგან 33 მართვით სუნთქვაზეა. მაღთვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 8 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი", – განაცხადა ელდელაძემ.

გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19 471 პირს დაუდასტურდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 278ადამიანი დაავადებისგან გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 7564 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3992 პირი განიკურნა, 48 პაციენტი კი გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 471 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S