აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების ახალი პიკია
03/10/2020 07:16:15 საზოგადოება
ბოლო 24 საათში აჭარაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადება 360 პირს დაუდასტურდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, გასული დღე–ღამის განმავლობაში გამვლენილი 453 ახალი შემთხვევა რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარა – 360
- თბილისი – 57
- იმერეთი – 11
- სამეგრელო – ზემო სავენთი – 22
- გურია – 5
- შიდა ქართლი – 6
- ქვემო ქართლი – 6
- მცხეთა – 3
- სამცხე ჯავახეთი – 1
გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19 471 პირს დაუდასტურდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 278ადამიანი დაავადებისგან გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 7564 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3992 პირი განიკურნა, 48 პაციენტი კი გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 471 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.


