როგორ ნაწილდება საქართველოში COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით
03/10/2020 07:07:46 საზოგადოება
ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით კვლავ აჭარა ლიდერობს. კერძოდ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, გასული დღე–ღამის განმავლობაში გამვლენილი 453 ახალი შემთხვევა რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარა – 360
- თბილისი – 57
- იმერეთი – 11
- სამეგრელო – ზემო სავენთი – 22
- გურია – 5
- შიდა ქართლი – 6
- ქვემო ქართლი – 6
- მცხეთა – 3
- სამცხე ჯავახეთი – 1
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ორი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 7 564 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 3 992 გამოჯანმრთელდა, ხოლო 48 გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 471 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და14–დღია კარანტინს ექვემდებარება.


