საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცავალა
03/10/2020 06:59:02 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცავალა. დაავადებით გარდაცვლილტა რაოდენობა ამ ეტაპზე 48-ს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ცნობისთვის: საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ორი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 7 564 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 3 992 გამოჯანმრთელდა, ხოლო 48 გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 471 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და14–დღია კარანტინს ექვემდებარება.


