Accentnews.ge
საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 7500–ს გადააჭარბა

საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 7500–ს გადააჭარბა

03/10/2020 06:55:38 საზოგადოება

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ორი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 7 564 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 3 992 გამოჯანმრთელდა, ხოლო 48 გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 471 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და14–დღია კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S