ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
03/10/2020 04:37:56 საზოგადოება
ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. მისივე ცნობით, იდენტიფიცირებულია ინფიცირებულის ყველა კონტაქტი და ამჟამად ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ტელეკომპანიის შენობაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და არხი მუშაობას განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით.


