Accentnews.ge
ბელარუსმა უცხოელ ჟურნალისტებს აკრედიტაცია გაუუქმა

ბელარუსმა უცხოელ ჟურნალისტებს აკრედიტაცია გაუუქმა

02/10/2020 17:25:54 მსოფლიო

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა უცხოელ ჟურნალისტს აკრედიტაცია გაუუქმა და განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯი ბელარუსში მედიის სფეროში რეგულაციების და პროცედურების რეფორმირების გამო გადაიდგა.

2 ოქტომბრის განაცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა აკრედიტაცია ცხადდება ძალადაკარგულად და რომ ჟურნალისტებმა, რომლებიც უცხოეთის მედიისთვის მუშაობენ ქვეყანაში, კვლავ უნდა მიმართონ ნებართვისთვის სააკრედიტაციო კომისიას, რომელიც 5 ოქტომბერს განაახლებს მუშაობას.

განცხადების თანახმად, აკრედიტაციის მიღება გამარტივდება, მაგრამ იქვე აღნიშნულია, რომ ცვლილებები განხორციელდა „როგორც ჩვენი სუვერენული უფლება“, რათა „დავიცვათ თავი ბელარუსის რესპუბლიკის საინფორმაციო უსაფრთხოების პრინციპების შესაბმისად“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S