Accentnews.ge
რუსეთში ცნობილმა ჟურნალისტმა თავი დაიწვა

რუსეთში ცნობილმა ჟურნალისტმა თავი დაიწვა

02/10/2020 15:37:57 მსოფლიო

რუსეთში ჟურნალისტის თვითმკვლელობის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. ნიჟნი ნოვგოროდის შსს-ს შენობასთან "KozaPress"-ის მთავარმა რედაქტორმა ირინა სლავინამ დაიწვა თავი. ჟურნალისტი ადგილზე გარდაიცვალა.სოცქსელში სლავინამ შემდეგი შინაარსის შეტყობინება დატოვა: “ჩემს სიკვდილში რუსეთის ფედერაციაა დამნაშავე”.

თვითმკვლელობის წინა დღეს მის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა.

“გამთენიისას 12 კაცი შემოგვივარდა. ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მომცეს. ეძებდნენ პროკლამაციებს, ბროშურებს, შესაძლოა, ხოდორკოვსკის ხატს – არ ვიცი. მსგავსი არაფერი მქონდა” – წერდა მაშინ ჟურნალისტი.

მანამდე, 2019 წლის შემოდგომაზე სასამართლომ იგი 70 000 რუბლით დააჯარიმა “ხელისუფებისადმი უპატივცემულობის” მუხლით. საქმე ფეისბუქ-პოსტს ეხებოდა.

ეს მედიის წარმომადგენლების უკვე მეორე გახმაურებული თვითმკვლელობაა რუსეთში ბოლო პერიოდის განმავლობაში. 2019 წლის სექტემბერში იჟევსკში, ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობასთან ალბერტ რაზინმა დაიწვა თავი. მიღებული თითქმის 100%-იანი დამწვრობის შედეგად რამდენიმე საათში კლინიკაში გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S