Accentnews.ge
ბრიუსელში აზერბაიჯანის დიასპორის წარმომადგენელმა ყარაბაღის მოვლენები უჩვეულო ფორმით გააპროტესტა

ბრიუსელში აზერბაიჯანის დიასპორის წარმომადგენელმა ყარაბაღის მოვლენები უჩვეულო ფორმით გააპროტესტა

02/10/2020 12:38:17 მსოფლიო

ბრიუსელში აზერბაიჯანის დიასპორის წარმომადგენელმა ყარაბაღის მოვლენები უჩვეულო ფორმით გააპროტესტა. მან სატვირთო მანქანა იქირავა, რომელზეც ელექტრონული ტაბლო დაამონტაჟა შემდეგი წარწერით: "სომხეთი გაერო-ს რეზოლუციებს არ იცავს".

აზერბაიჯანის მოქალაქემ სატვირთო მანქანა ევროპარლამენტის შენობიდან გაერო-ს შენობამდე გაატარა.

27 სექტემბერს, დილით აზერბაიჯანის სარდლობამ გააკეთა განცხადება მთიან ყარაბაღში, შეხების ხაზის მთელს პერიმეტრზე შეტევის წამოწყების თაობაზე, – როგორც ბაქო ირწმუნება, სომხეთის მხრიდან შეიარაღებული ინციდენტების საპასუხოდ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რიგ ქალაქებში, მათ შორის ბაქოში კომენდანტის საათია შემოღებული. საომარი მოქმედებაა გამოცხადებული სომხეთში, ასევე მთიან ყარაბაღში.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებს შესთავაზა, თბილისში გამართონ შეხვედრა, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის ჩამოყალიბებაზე იქნება მიმართული.თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიულოი კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S