Accentnews.ge
ბელარუსი ევროკავშირს საპასუხო სანქციებს უწესებს

ბელარუსი ევროკავშირს საპასუხო სანქციებს უწესებს

02/10/2020 12:08:15 მსოფლიო

ბელარუსი ევროკავშირს საპასუხო სანქციებს უწესებს,– იუწყება ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ბელარუსი მოწოდებულია დიალოგისკენ, გაგებისკენ და არა კონფრონტაციისკენ, მაგრამ როგორც სუვერენული ქვეყანა, ვუპასუხებთ არამეგობრულ სანქციებს, რათა დავიცვათ ეროვნული ინტერესები“, – ნათქვამია ბელარუსის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირს ბელარუსთან ურთიერთობის გაუარესებისკენ სწრაფვაში ადანაშაულებს. ევროკავშირის ლიდერები ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე გუშინ, 1 ოქტომბერს შეთანხმდნენ. სასანქციო სიაში 40 პირი ფიგურირებს, თუმცა მათ შორის არ არის თავად ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. აღნიშნულ სიას დღეს დაამტკიცებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S