მაშველებმა სტიქიის ზონაში ორი ცხედარი იპოვეს
02/10/2020 10:47:48 საზოგადოება
მაშველებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში 16 საათიანი სამძებრო სამუშაობის შედეგად ჩამოწოლილი მეწყრის ქვეშ მოყოლილი ავტომობილი იპოვეს, რომელშიც ორი ადამიანის გვამი აღმოჩნდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მდინარეში ეძებენ მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს. მეწყერში მოყოლილი ავტომობილი, რომელიც მაშველებმა მდინარიდან რამდენიმე საათის წინ ამოიტანეს, ცარიელი აღმოჩნდა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ქვედა ჯოჭოში, სადაც მეწყერმა სახლი მოიყოლა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სახლში სულ მცირე სამი ადამიანი იმყოფებოდა.
აჭარის რეგიონის დასახმარებლად სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა იმერეთიდან, სამეგრელოდან და თბილისიდან.


