რომში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა
02/10/2020 10:45:38 მსოფლიო
იტალიის დედაქალაქ რომსა და ლაციოს რეგიონში ქუჩაში გადაადგილებისას პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირების 2000–ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც აპრილის შემდეგ რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ახალი შემთხვევებიდან 265 ლაციოში დაფიქსირდა. იტალიის სხვა რიგ რეგიონებში, მათ შორის კამპანიაში უკვე გააკეთეს ნიღაბი, რომელსაც ატარებდნენ გარეთ. პირბადის ტარება სავალდებულო ცოტა ხნის წინ გახდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსმა იტალიაში დაახლოებით 36 000 ადამიანი იმსხვერპლა, დადსტურებულია ინფიცირების 317 409 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 027 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 34 484 000–ზე მეტი ადამიანი, 25 676 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 7093 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3714 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 46 პაციენტი გარდაიცვალა.


