Accentnews.ge
2 თვის შემდეგ პირველად, სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

2 თვის შემდეგ პირველად, სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

02/10/2020 10:04:54 მსოფლიო

16 ივლისის შემდეგ პირველად, სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაავადების 532 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსმა 966 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 51 382 შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 027 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 34 484 000–ზე მეტი ადამიანი, 25 676 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 7093 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3714 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 46 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S