Accentnews.ge
ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებისადმი მიდგომა და საკარანტინო ვადები იცვლება

ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებისადმი მიდგომა და საკარანტინო ვადები იცვლება

02/10/2020 08:31:16 საზოგადოება

ახალი მიდგომის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირკევა, რომ იზრდება საკარანტინე პერიოდის დღეებიც. მაგალითად, ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ აღნიშნული ვადა 8 დღეს მოიცავდა, ხოლო როგორც გამყრელიძემ დღეს, 2 ოქტომბერს აღნიშნა, კონტაქტში მყოფ პირს იზოლაციაში ყოფნა 12 დღის ნაცვლად, 14 დღის განმავლობაში მოუწევთ.

„თუ მას [კონტაქტში მყოფი პირი] აქვს საშუალება, თვითიზოლაციას, თუ არ აქვს საშუალება, კარანტინში გადაყვანას და 14 დღის განმავლობაში კარანტინში ან იზოლაციაში ყოველგვარი კვლევის გარეშე ყოფნას დაექვემდებარება. თუ მას სიმპტომები უჩნდება, იძახებს 112-ს, უკეთებენ კვლევას და შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს მართვა. რაც შეიძლება სწრაფად ეს უნდა გავრცელდეს მოსახლეობაში, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი სწრაფად უნდა იქნას იზოლირებული და მოვახდინოთ ფიქსირება, რომ არ გავრცელდეს შემდგომ ინფექცია. ამ ახალ შემთხვევათა რიცხვში სჭარბობს ძირითადად სიმტომიანი პაციენტები და კონტატქში მყოფი ადამიანები, სადაც ყველაზე მაღალია გადადების მაჩვენებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ტესტირების პროტოკოლებში გარკვეული ცვლილებები შევა. კერძოდ, ეპიდსიტუაციის გართულებასთან ერთად მეტი რისკი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებზე გადადის, ამიტომ ამ ჯგუფის კვლევები გაფართოვდება:

„იცით რომ სახელმწიფო არ მიდის დიდ ე.წ. შემზღუდავ ღონისძიებებზე, მხოლოდ წერტილოვანი. ეპიდსიტუაციის გართულებასთან დაკავშირებით დღეს მეტი ტვირთი გადადის ჩემ კოლეგებზე და სამედიცინო სექტორზე, რომლებიც კოვიდინფიცირების​ მომატებული რისკი არიან. ჩვენ ვტესტავდით კოვიდკლინიკების თანამშრომლებს, ვტესტავდით რეანიმაციებისა და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლებს და ა.შ. უფრო უპრიანია, ეს სფერო კიდევ უფრო გაფართოვდეს, ამაზე ვმუშაობთ და ალბათ შესაბამისი ცვლილებები შევა მთავრობის დადგენილებაში ამ საკითხთან დაკავშირებით“.

მისივე თქმით, სასურველია, დიდ ქალაქებში მცხოვრები ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები დარჩნენ სახლში. ამასთან, მან აჭარის მოსახლეობას მოუწოდა, რომ პირბადე როგორც დახურულ სივრცეებში, ისე გარეთაც გამოიყენონ.

„სასურველია, ხანდაზმულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა რაც შეიძლება ნაკლებად იმოძრაონ ამ პერიოდში, რადგან რესპირაციული ვირუსების სეზონი მოდის და შეიძლება, თანდართვა იყოს კორონა რესპირაციულ ვირუსზე. ამიტომ სასურველია, რომ ეს ადამიანები იყვნენ სახლებში

გახსოვთ, გაზაფხულზე იყო სანქციები, თუ ეს ადამიანები გარეთ გამოდიდონენ, ამ შემთხვევაში მხოლოდ რეკომენდაციას ვიძლევი, რომ დიდ ქალაქებში ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადაებების მქონე ადამიანები უპირატესად სახლში დარჩნენ. თუ მარკეტში გამოვა, რაღაც უნდა იყიდოს და ა.შ. მას არავინ დასჯის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ სასურველია სახლში იყვნენ.

ამასთან, რეკომენდირებულია, ძირითადად დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა იქ, სადაც ამის საშუალება არის, რათა მაქსიმალურად დავარდეს მობილობა დიდ ქალაქებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენის და ასევე პაციენტების გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, გარდაიცვალა 5 პაციენტი, ხოლო ვირუსი დაუდასტურდა 453 პირს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S