როგორ ნაწილდება საქართველოში COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით
02/10/2020 06:58:25 საზოგადოება
ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით კვლავ აჭარა ლიდერობს. კერძოდ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, გასული დღე–ღამის განმავლობაში გამვლენილი 453 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
აჭარა – 297
თბილისი – 78
იმერეთი – 52
სამეგრელო – ზემო სავენთი – 6
გურია – 6
შიდა ქართლი – 6
ქვემო ქართლი – 2
კახეთი–3
მცხეთა – 2
სამცხე ჯავახეთი – 1
ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 3 379 აქტიური შემთხვევაა, მათგან 38 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19 453 პირს დაუდასტურდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 295 ადამიანი დაავადებისგან გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 7 093 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3714 პირი განიკურნა, 43 პაციენტი კი გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 453 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 1100 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.


