საქართველოში COVID-19–ის მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა
02/10/2020 06:26:09 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 453 პირს დაუდასტურდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 295 ადამიანი დაავადებისგან გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 7 093 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3714 პირი განიკურნა, 43 პაციენტი კი გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 453 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 1100 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.


