დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
02/10/2020 05:20:51 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს მელანია ტრამპს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ამის შესახებ ტრამპმა "Twitter"-ში პირად გვრედზე დაწერა. მისი თქმით, ისინი საკარანტინე რეჟიმში დაუყოვნებლივ გადავლენ.
"დღეს მე და მელანიამ COVID 19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღეთ. ჩვენ დაუყოვნებლივ გადავალთ საკარანტინო რეჟიმში და გამოჯანმრთელების პროცესს დავიწყებთ. ჩვენ ამას ერთად გადავლახავთ",-წერს ტრამპი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით აშშ–ში COVID-19–მა 210 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 7 494 671 პირი.
მსოფლიოში COVID-19–ით გარდაცვლილთა დ აინფიცირებულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილს იკავებს.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 027 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 34 484 000–ზე მეტი ადამიანი, 25 676 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 6640 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3419 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 41 პაციენტი გარდაიცვალა.


