Accentnews.ge
"დარჩით სახლში" ავამოქმედოთ ყველა დიდ ქალაქში"

"დარჩით სახლში" ავამოქმედოთ ყველა დიდ ქალაქში"

01/10/2020 14:13:36 საზოგადოება

აჭარის შემდეგ ახლა ყველაზე დიდი ყურადღება იმერეთის რეგიონისა და თბილისისკენ არის მიმართული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე აცხადებს, რომ სლოგანი „დავრჩეთ სახლში“ სასურველია ყველა დიდ ქალაქში ამოქმედდეს.

"იცით, რომ აჭარაში გარკვეული შეზღუდვები ამოქმედებულია, ეს ნიშნავს, რომ ყველა რესტორანი და კაფე-ბარი იკეტება ღამის 10:00 საათზე, ასევე შიდა ტრანსპორტით გადაადგილება შეჩერებულია. ასევე, ავამოქმედეთ იქ სლოგანი ხანდაზმებულებისთვის, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, სასურველია, რომ „დავრჩეთ სახლში“ და ეს სლოგანი უკვე სასურველია, რომ ვიხმაროთ ყველა დიდ ქალაქში. რა თქმა უნდა, იმ ადამიანს, რომელიც გარეთ გამოვა, არავინ დასჯის, არ დააჯარიმებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 448 პირს დაუდასტურდა, ხოლო 299 ადამიანი დაავადებისგან გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 6640 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3419 პირი განიკურნა, 41 პაციენტი კი გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 448 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 1100 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S