Accentnews.ge
კამჩატკაზე "ბედნიერების სამინისტრო" იქმნება

კამჩატკაზე "ბედნიერების სამინისტრო" იქმნება

01/10/2020 11:33:42 მსოფლიო

კამჩატკის (რუსეთი) მხარის გუბერნატორი ვლადიმირ სოლოდოვი "ბედნიერების სამინისტროს" აყალიბებს, რომლის მეშვეობითაც გეგმავს, ადგილობრივი მაცხოვრებლები "ბედნიერებად და წარმატებულებად" აქციოს.

ოფიციალური სახელწოდება "სოციალური კეთიდღეობისა და საოჯახო პოლიტიკის სამინისტრო” იქნება. სოლოდოვის განცხადებით, ხესისუფლება გეგმავს, “არა უბრალოდ გადაჭრას ადამიანების პრობლემები, არამედ ისინი ბედნიერებად აქციოს. "ჩემთვის მნიშვნელოვანია, განვახორციელო ეს გადასვლა და უარი ვთქვათ “განაწყენებულთა და ჩაგრულთა” სამინისტროზე" – განაცხადა რაიონის ხელმძღვანელმა.

ახალი სამინისტრო კამჩატკის მხარის სახელისუფლებო ორგანოების რეფორმის ფარგლებში შეიქმნება. kam24-ის ინფორმაციით, რეგიონის მთავრობაში შექმნიან კიდევ რამდენიმე ახალ სტრუქტურას, რის ხარჯზეც სამინისტროების რაოდენობა 17-დან 21-მდე გაიზრდება.

მიმდინარე წლის აპრილში სოლოდოვი კამჩატკის მხარის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. მანამდე იგი იაკუტიის მთავრობას ედგა სათავეში. სექტემბერში, გუბერნატორის არჩევნებზე სოლოდოვმა, ცსკ-ის მონაცემებით, ხმათა 80,51% მოაგროვა ამომრჩეველთა 37,14%-იანი აქტივობის პირობებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S