Accentnews.ge
ევროკავშირმა COVID-19-ის ექსპრეს-ტესტების გამოყენებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა

ევროკავშირმა COVID-19-ის ექსპრეს-ტესტების გამოყენებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა

01/10/2020 10:34:48 მსოფლიო

ევროკავშირმა დადებითი რეკომენდაცია გასცა კორონავირუსის ექსპრეს-ტესტების გამოყენებაზე, რომლებიც შედეგს 15 წუთში ავლენს და საცალოდ დაახლოებით 20 დოლარი ჯდება, - იუწყება "Bloomberg".

დამტკიცებული ტესტი ეფუძნება ანტიგენების ვირუსული ცილების განსაზღვრას და ნაკლებად ზუსტია, ვიდრე ამ დროისთვის გავრცელებული ტესტირება. შემქმნელების მტკიცებით, იგი ინფიცირებას შემთხვევების 93,5%-ში ადგენს, ხოლო მის არარსებობას – შემთხვევევბის 99,3%-ში. თუმცა ნაკლებად ზუსტი ტესტირება შესაძლოა, ექსპრეს-მეთოდიკის უპირატესობა იყოს და არა ნაკლი, - წერს “The New York Time” და განმარტავს, რომ მეტისმეტად ზუსტი ტესტები ზედმეტად ტვირთავს სამედიცინო სისტმას იმის გამო, რომ ჯანმრთელი ადამიანები ისევე დიაგნოსცირდებიან, როგორც დაავადებულები.

მიმდინარე წლის ბოლოსთვის ევროპამ კიდევ უფრო სწრაფი ტესტი უნდა მიიღოს. ეს შესაძლოა, დაეხმაროს ევროპელებს ოპერატიულ ტესტირებაში, მაგალითად, აეროპორტებში. ორი დღის წინ მსგავსი მომსახურება შესთავაზა კლიენტებს ამერიკულმა გადამზიდავმა United-მა, - იუწყება CNN.

ევროლავშირის ქვეყნებსა და რუსეთში COVID-19-ით ავადობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. დაავადებულთა და ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა გაზაფხულის მაჩვენებლებს უახლოვდება, როცა ბევრ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები იქნა შემოღებული.აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სულ პანდემიის დაწყების დროიდან მსოფლიოში 33 მილიონ 982 ათასი ადამიანი დაავადდა და მილიონზე მეტი გარდაიცვალა. მილიონზე მეტი დაავადებული რუსეთზე მოდის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S