Accentnews.ge
იტალია საგანგებო მდგომარეობას იანვრის ბოლომდე ახანგრძლივებს

იტალია საგანგებო მდგომარეობას იანვრის ბოლომდე ახანგრძლივებს

01/10/2020 10:21:38 მსოფლიო

იტალია პანდემიის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას იანვრის ბოლომდე ახანგრძლივებს, - იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი შესაბამისი ინიციატივით ქვეყნის პარლამენტს უახლოეს მომავალში მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა ოქტომბრის შუა რიცხვებში იწურება.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 314 000–ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებამ 36 000–მდე ადამიანი იმსხვერპლა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 019 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 34 184 000–ზე მეტი ადამიანი, 25 447 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 6640 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3419 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 40 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S