Accentnews.ge
ბოლო 100 დღის განმავლობაში პირველად, რუსეთში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 100 დღის განმავლობაში პირველად, რუსეთში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

01/10/2020 08:54:31 მსოფლიო

ბოლო 100 დღის განმავლობაში პირველად, რუსეთში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადება 8 945 ადამიანს დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ 14 ივნისის შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ასეთი მაღალი დღიური მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 1 185 231 შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებამ 20 891 ადამიანი იმსხვერპლა, 964 242პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 019 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 34 184 000–ზე მეტი ადამიანი, 25 447 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 6640 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3419 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 40 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S