Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსით მე-40 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-40 პაციენტი გარდაიცვალა

01/10/2020 07:27:47 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით მე-40 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

81 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. აღენიშნებოდა თანხმლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 448 პირს დაუდასტურდა, ხოლო 299 ადამიანი დაავადებისგან გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 6640 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3419 პირი განიკურნა, 40 პაციენტი კი გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 448 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 1100 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S