"კოვიდ–ინფიცირებული მართვით სუნთქვაზე მყოფი 33 პაციენტიდან 9 აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი"
01/10/2020 07:18:58 საზოგადოება
ბოლო ოფიციალური მონააცემებით, საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების რაოდენობა 35–ია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სადღეისოდ COVID-19–ის 3155 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
"3 155 კოვიდ–ინფიცირებულიდან ამ ეტაპზე გვყავს 35 კრიტიკული პაციენტი, მათ შორის 33 არის მართვით სუნთქვზე. მართვით სუნთქვაზე მყოფი 33 პაციენტიდან 9 აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი ", – განაცხადა ელდელაძემ.
ცნობისთვის: საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 448 პირს დაუდასტურდა, ხოლო 299 ადამიანი დაავადებისგან გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 6640 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3419 პირი განიკურნა, 39 პაციენტი კი გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 448 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 1100 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.


