Accentnews.ge
როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

01/10/2020 07:16:32 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით კვლავ აჭარა ლიდერობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებული 448 ახალი შემთხვევა რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

აჭარა – 241

იმერეთი – 98

თბილისი – 62

სამეგრელო–ზემო სვანეთი – 15

გურია – 7

კახეთი– 2

შიდა ქართლი – 7

სამცხე–ჯავახეთი – 9

იმპორტირებული შემთხვევა – 6

ცნობისთვის: საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 448 პირს დაუდასტურდა, ხოლო 299 ადამიანი დაავადებისგან გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 6640 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3419 პირი განიკურნა, 39 პაციენტი კი გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 448 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 1100 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S