Accentnews.ge
კიევში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი სავარაუდოდ, მოკლეს

კიევში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი სავარაუდოდ, მოკლეს

01/10/2020 06:01:20 მსოფლიო

კიევში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს,– იუწყება meduza.io.

ამერიკელი ქალი რკინიგზასთან ახლოს, ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ტოლბუხინას ქუჩაზე იპოვნეს. გარდაცვლილის ნივთების შემოწმებისას პოლიციამ აშშ-ს საელჩოს თანამშრომლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი აღმოაჩინა.

არსებული ვერსიით, ქალი ცემის შედეგად არის გარდაცვლილი. პოლიცია შავგვრემან მამაკაცს ეძებს, რომელიც დაახლოებით 30-40 წლის ასაკისაა.

კიევის პოლიცია ამერიკის საელჩოს თანამშრომლის გარდაცვალებას, განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

ვრცელდება გარდაცვალების მეორე სავარაუდო ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, ქალმა მოძრავი მატარებლის ხმა ვერ გაიგო, რადგან ყურსასმენებს ატარებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S