Accentnews.ge
ნავალნი: „ჩემი მოწამლვის უკან პირადად პუტინი დგას!“

ნავალნი: „ჩემი მოწამლვის უკან პირადად პუტინი დგას!“

01/10/2020 05:42:34 მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მის მოწამლვის საქმის უშუალოდ მონაწილეა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა „შპიგელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ამ დანაშაულის უკან პუტინი დგას. მე მომხდარის სხვა ვერსია არ მაქვს“,– განაცხადა ნავალნიმ.

ნავალნი ამბობს, რომ გეგმავს რუსეთში დაბრუნებას:

„ამჟამად ჩემი სამუშაოა, დავრჩე ბიჭად, რომელსაც არ ეშინია. და მე არ მეშინია!“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სადღისოდ ნავალნი დაცვის თანხლებით გადაადგილდება. ამასთან, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები: პოლიტიკოსისთვის განკუთვნილი წყალი ინტერვიუს მიმდინარეობისას რედაქციის შენობაში, მაცივრიდან შემთხვევითი პრინციპით აირჩიეს.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს გახდა შეუძლოდ. ის ჯერ ომსკის და შემდეგ ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელი ექიმების დასკვნით, რუსი ოპოზციონერი ნერვულ აგენტ „ნოვიჩოკით“ მოწამალეს. ნავალნი 32 დღე კომაში იყო და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავდათ შეერთებული. 23 სექტემბერს ნავალნი ბერლინის კლინიკის სტაციონარიდან გაწერეს. ის რუსეთში გეგმავს დაბრუნებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S