თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების მოსწავლეების ნაწილი საკლასო ოთახებში სწავლას დაუბრუნდა
01/10/2020 05:00:18 საზოგადოება
1 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან მე–6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ და სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებენ. რაც შეეხება მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, აღნიშნულ ქალაქებში მათთვის სწავლა კვლავ ონლაინ რეჟიმში გრძელდება.
სასწავლო პროცესი დღეიდან ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდა ფოთსა და გორში.
დისტანციურ რეჟიმში გრძელდება სწავლა აჭარის რეგიონის სკოლებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველა უმაღლეს სასწავლებელში.


