Accentnews.ge
იტალიის სენატმა მუშაობა შეაჩერა

იტალიის სენატმა მუშაობა შეაჩერა

30/09/2020 18:01:52 მსოფლიო

იტალიის სენატმა (პარლამენტის ზედა პალატა) საპარლამენტო საქმიანობა შეაჩერა. აღნიშნულის მიზეზად მმართველი მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავის“ ორი წევრის Covid-19- ით ინფიცირება სახელდება.

იტალიის სენატი 319 სენატორისგან შედგება, რომელთაგან 95 „ხუთი ვარსკვლავის“ წევრია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამჟამად სენატორებს კორონავირუზე ტესტირება უტარდებათ.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 314 861 შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებამ 35 894 ადამიანი იმსხვერპლა, 227 704 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 015 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 34 056 000–ზე მეტი ადამიანი, 25 301 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 6192 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3120 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 326 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S