Accentnews.ge
ჩეხეთი მომავალი კვირიდან საგანგებო მდგომარეობას აწესებს

ჩეხეთი მომავალი კვირიდან საგანგებო მდგომარეობას აწესებს

30/09/2020 17:10:01 მსოფლიო

ახალი კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად მატების გამო ჩეხეთში 5 ოქტომბრიდან ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება.

ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, გამკაცრდება შეზღუდვები შეკრებებზეც.

კონკრეტულად კი დახურულ სივრცეში მაქსიმუმ, 10 და დახურული სივრცის გარეთ მაქსიმუმ, 20 ადამიანის შეკრება იქნება ნებადართული. დაშვებული იქნება სპორტული შეჯიბრებების ჩატარება, თუმცა მაყურებლის გარეშე. კონცერტები, მიუზიკლები და ოპერები კი აიკრძალება იმ მოტივით, რომ სიმღერის დროს ინფექციის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის რისკი მატულობს.

მაღალი რისკის რეგიონებში მდებარე სკოლები ორშაბათიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. დღეის მონაცემებით, 10,5-მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 67843 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 636.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S